შეხვედრა პრო ბონო სერვისების განვითარების თემაზე

31 ოქტომბერი 2018

30 ოქტომბერს, სასტუმრო „მერიოტში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და „საჯარო ინტერესის გლობალური ქსელის“ (PILnet) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა პრო ბონო სერვისების სისტემის განვითარების საკითხებზე.

 

ამასთან, შეხვედრაზე დამსწერე ადვოკატებისთვისა და არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის გასაცნობად, წარმოადგენილ იქნა „საჯარო ინტერესის გლობალური ქსელის“ მიერ გამოცემული პრო ბონო სახელმძღანელოს ქართულენოვანი თარგმანი.

 

შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი დაესწრნენ.

 

„პრო ბონო სერვისების განვითარება ადვოკატთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მსგავსი სერვისები არის ადვოკატთა კორპუსის სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო, პრაქტიკული განხოირციელება და ამ კუთხით აქტიური მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი